ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების თავიანთ ქვეყნებში შესვლა აკრძალეს
13/09/2023 08:29:25 მსოფლიო
ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ აკრძალა რუსეთში რეგისტრირებული ყველა სატრანსპორტო საშუალების ქვეყნებში შესვლა, გადაწყვეტილებას ესტონეთიც შეუერთდა.
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
„დღეიდან ესტონეთი კრძალავს რუსეთში რეგისტრირებულ ყველა სატრანსპორტო საშუალების ესტონეთში შემოსვლას“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ევროკომისიის რეკომენდაციების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსული ნომრით კერძო მანქანების ევროკავშირში შეშვება.


