Accentnews.ge
ორჯონიკიძის სახელობის ქარხანაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი რუსული გემის დაზიანების შესახებ იუწყებიან

ორჯონიკიძის სახელობის ქარხანაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი რუსული გემის დაზიანების შესახებ იუწყებიან

13/09/2023 07:49:09 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა სერგო ორჯონიკიძის სახელობის სევასტოპოლის საზღვაო ქარხანაზე შეტევა და განაცხადა, რომ დაზიანდა ორი გემი, რომლებიც ქარხანაში რემონტს გადიოდნენ. ამ ქარხანაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს აშენებენ და არემონტებენ.

მედია სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ 12 სექტემბერს ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა დიდი სადესანტო გემი პროექტის 775 ("მინსკი") და პროექტის 877/636 ("დონის როსტოვი") წყალქვეშა ნავი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომაც დაადასტურა ინფორმაცია სევასტოპოლზე ღამის თავდასხმის დროს ორი რუსული გემის დაზიანების შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ქარხნის მიმართულებით 10 უკრაინული ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს და მათგან შვიდი ჩამოაგდეს რუსულმა ძალებმა.

ასევე, შოიგუს უწყებაში აცხადებენ, რომ შავი ზღვის ფლოტის გემების რაზმს თავს დაესხა სამი „უპილოტო ნავი“ და სამივე გაანადგურეს.

მედია წერს, რომ სულ მცირე, შვიდი აფეთქების ხმა გაისმა კილენ-ბალკას რაიონში, სადაც ქარხანა მდებარეობს.

მანამდე სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა სარაკეტო თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, დაშავებულია 24 ადამიანი. თავდასხმის შედეგად სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის სამხრეთ უბანს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს მე-4 კლასი მიენიჭა, რაც რთულ ვითარებას გულისხმობს.

13 სექტემბრის ღამეს რუსულმა არმია ოდესის იზმაილის რაიონს შეუტია. ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის განცხადებით, დაზიანებულია საპორტო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S