Accentnews.ge
მოლდოვამ რუსეთის პროპაგანდისტული მედიარესურსის ხელმძღვანელი გააძევა

მოლდოვამ რუსეთის პროპაგანდისტული მედიარესურსის ხელმძღვანელი გააძევა

13/09/2023 07:29:05 მსოფლიო

მოლდოვის ხელისუფლებამ ქვეყნიდან კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსის "სპუტნიკ მოლდოვას" ხელმძღვანელის ვიტალი დენისოვის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება, მიგრაციის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ მის სახლში, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს კიშინიოვის აეროპორტში, რათა ის პირველივე რეისით გამგზავრებულიყო მოსკოვში.

„გადმომეცა გადაწყვეტილების ასლი, რომ უნდა დავტოვო ქვეყანა, როგორც მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელმა პირმა, რომელსაც აეკრძალა ქვეყანაში შესვლა 10 წლით. <...> არ მომცეს ნოვთების ჩალაგების უფლება",– დაიჩივლა დენისოვმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა დაბლოკა "სპუტნიკ მოლდოვა" ქვეყანაში, რაც ახსნა "ნაციონალურ უსაფრთხოებაზე მოქმედი დეზინფორმაციის" გავრცელების რისკით. მოგვიანებით სააგენტოს რადიოსადგურმაც შეწყვიტა მაუწყებლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S