ტვერის ქიმიურ ქარხანას კვლავ დრონით შეუტიეს
13/09/2023 07:18:37 მსოფლიო
13 სექტემბრის ღამეს ტვერის ოლქში დრონით განხორციელდა შეტევა.
ტელეგრამის არხ Shot-ის ცნობით, დრონის სამიზნე იყო რედკინსკის ქიმიური ქარხანა.
არხი იუწყება, რომ დრონი მოსკოვის დროით დილის ხუთი საათისთვის დააფიქსირეს და ჩამოაგდეს, თუმცა ფრაგმენტები ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა და დააზიანა საწყობი, რომელსაც კომპანია NPC Spetsneftprodukt-ი ქირაობს. ასევე დაზიანდა ერთ–ერთი ავზი, ქარხნის შენობის ფანჯრები, თუმცა ქიმიური გაჟინვა არ მომხდარა.
ეს უკვე მეორე თავდასხმაა ქიმიურ ქარხანაზე - წინა 5 სექტემბერს მოხდა. ფრაგმენტები დაეცა საწყობთან, სადაც აალებადი სითხეები ინახება.
როგორც იუწყებიან, რედკინსკის ქარხანა არის ერთ-ერთი უძველესი ქიმიური ინდუსტრიის საწარმო რუსეთში. ის აწარმოებს ქიმიურ პროდუქტებს საავიაციო და კოსმოსური ინდუსტრიებისთვის.


