Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

13/09/2023 06:38:01 მსოფლიო

დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური ანკარა ავრცელებს.

„13-14 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებსა და აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქული მედიის ცნობით, საუბარი ასევე უკრაინაში ომს და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შეეხება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S