აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური: უკრაინელმა პილოტებმა F-16-ები შესაძლოა, სამ თვეში მართონ
13/09/2023 06:26:54 მსოფლიო
აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ლოჰი აცხადებს, რომ უკრაინელმა პილოტებმა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები შესაძლოა, სამ თვეში მართონ.
"აშშ-მა შესაძლოა, წლის ბოლომდე დაასრულოს უკრაინის პილოტების პირველი ჯგუფის წვრთნა F-16-ების მართვაში, თუმცა მათ მიერ საბრძოლო მისიების შესრულების დაწყებას უფრო მეტი დრო დაჭირდება - განაცხადა მაიკლ ლოჰმა.
უკრაინელი პილოტები წვრთნის გასავლელად არიზონის შტატში ოქტომბერში უნდა ჩავიდნენ.
უკრაინას სურს მიიღოს F-16-ის ტიპის 50 თვითმფრინავი. ცნობილია, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში 42 ასეთ საბრძოლო ხომალდს ნიდერლანდებისგან, დანიისგან და ნორვეგიისგან მიიღებს.


