ლიბიაში მსხვერპლთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა, 10 000 ადამიანს ეძებენ
12/09/2023 20:01:25 მსოფლიო
ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ იზრდება.
Reuters ინფორმაციით, ლიბიაში ხმელთაშუა ზღვის შტორმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ 10 000 დაკარგულად ითვლება.
ქარიშხალმა "დანიელმა" წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც კაშხლები გაარღვია, შენობები დაანგრია და რამდენიმე ქალაქში უბნები წალეკა. ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი განადგურებულია.
“ცხედრები ყველგანაა - ზღვაში, ხეობებში, შენობების ქვეშ… არ ვაჭარბებ, როდესაც ვამბობ, რომ ქალაქის 25% გაქრა! ბევრი, ბევრი შენობა ჩამოიშალა,” - განაცხადა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მაკონტროლებელი ადმინისტრაციის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჰიჩემ აბუ ჩკიუატმა.


