უკრაინის გენშტაბი "ნაწილობრივი წარმატების" შესახებ იუწყება
12/09/2023 18:53:41 მსოფლიო
დღის განმავლობაში ფრონტზე 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა, – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 12 სექტემბრის საღამოს ანგარშში. რუსულმა ჯარებმა განახორციელეს სამი სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა უკრაინის პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე, ასევე 36-ჯერ ისროლეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის სარდლობის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ორეხოვო-ვასილევკას მახლობლად აკავებენ რუს ჯარებს.
„ავდეევკას მიმართულებით ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 10-მდე შეტევა დონეცკის ოლქის ავდეევკას რაიონში... მარიინკას მიმართულებით 24 საათის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 10-ზე მეტი შეტევა მარინკას რაიონში",– დასძენს შტაბი.
თავდაცვის ძალებმა ასევე მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები ნოვომიხაილოვკას მახლობლად შახტარსკის მიმართულებით, ასევე ნოვოდაროვკას სამხრეთით ზაპოროჟიეში.
ამავდროულად, შტაბი იტყობინება მელიტოპოლის და ბახმუტის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციის გაგრძელებაზე:
"შეტევითი ოპერაციების შედეგად თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას და ზაპოროჟიეს ოლქის რობოტინოს რაიონებში, დევნიან მტერს თავიანთი პოზიციებიდან და მაგრდებიან მიღწეულ ხაზებზე“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ასევე იტყობინება რვა საჰაერო თავდასხმის შესახებ რუსულ სამხედრო პერსონალსა და აღჭურვილობაზე, ასევე სარაკეტო ძალების მიერ რიგი სამიზნეების განადგურების შესახებ.


