მედია: რუსეთმა Boeing-ისა და Airbus-ის სათადარიგო ნაწილები $189 მილიონად სანქციების გვერდის ავლით იყიდა
12/09/2023 18:28:42 მსოფლიო
რუსეთის ავიახაზებმა, სანქციების გვერდის ავლით, შეიძინეს Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავების 18 მილიარდი რუბლის ($189 მილიონი) ღირებულების სათადარიგო ნაწილები 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ხოლო მიმწოდებლებს შორის იყვნენ კომპანიები ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან, – გაარკვია "ვაჟნიე ისტორიიმ".
საბაჟო დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა ყველაზე მეტი ნაწილები ქვეყანაში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შეიტანეს.
კომპონენტების უმსხვილესი მიმწოდებელი იყო არაბეთის გაერთიანებული საემიროები - იქ რეგისტრირებულმა კომპანიებმა წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიებს მიჰყიდეს თითქმის 9 მილიარდი რუბლის (95 მილიონი აშშ დოლარი) პროდუქტი. უფრო მეტიც, დუბაის მხოლოდ ერთმა კომპანიამ, Ats Heavy Equipment & Machinery-მა განახორციელა 700-ზე მეტი კომპონენტის მიწოდება წელიწადში 3,9 მილიარდ რუბლად(41 მილიონი აშშ დოლარი). ამ კომპანიის მთავარი მყიდველი იყო "აეროფლოტი".
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ უცხოეთში რეგისტრირებული ზოგიერთი კომპანია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. გამოცემას მაგალითად მოჰყავს კომპანია Griffon არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რომლის ერთ-ერთმა თანამფლობელმა, რუსმა ილია რისევმა რუსეთში დააარსა ორი კომპანია - Simplex და Ameritech, რომლებიც რუსეთს ამარაგებენ თვითმფრინავების ნაწილებითს.
რუსეთისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებით მეორე ადგილზეა ჩინეთი: ჩინურმა ფირმებმა რუსეთის ფედერაციას მიაწოდეს 5 მილიარდი რუბლის (52 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სათადარიგო ნაწილები Boeing-ისა და Airbus-ისთვის; თურქეთი, რომელმაც ექსპორტი განახორციელა 2 მილიარდი რუბლის (21 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების კომპონენტების, მესამე ადგილზეა.
ასევე იმ კომპანიების სიაში, რომლებიც ყიდიან თვითმფრინავების ნაწილებს რუსულ ავიახაზებზე, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს კომპანიები ლიეტუვადან, მოლდოვადან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების მიერ რუსეთისთვის კომპონენტების მიეოდება ვერ შეედრება პერველი სამეულის მონაცემებს, მაგრამ მათ არ შეუჩერებიათ ნაწილების გაყიდვები სანქციების დაწესების შემდეგაც კი.


