მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის გავლით ჩავიდა რუსული ჰუმანიტარული ტვირთი

12-09-2023 21:41:13 კავკასია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენელების ცნობით, რეგიონში აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის გავლით ჩავიდა რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა. მანამდე ცნობილი იყო, რომ რუსული ტვირთი ამ მარშრუტით გადაადგილდებოდა.

სომხეთი აზერბაიჯანს ადანაშაულებს მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევაში ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვით – ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

ერევანი და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ რეგიონში საკვებისა და წამლების მწვავე დეფიციტი დგება. დაფიქსირდა შიმშილით სიკვდილის შემთხვევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები