Accentnews.ge
ძალოსნობის ფედერაცია: მიზანმიმართული საბოტაჟის ეჭვი გვაქვს

ძალოსნობის ფედერაცია: მიზანმიმართული საბოტაჟის ეჭვი გვაქვს

12/09/2023 17:13:39 საზოგადოება

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია საერთაშირისო ტესტირების სააგენტოდან (ITA) ეროვნული ნაკრების წევრ კახი ასანიძის სინჯზე არასასურველი ანალიტიკური შედეგის შესახებ ინფორმაციის მიღების თაობაზე იუწყება.

ფედერაცია აღნიშნავს, რომ ოსტარინის დოზა არის პიკტოგრამებში (მინიმალური).

"მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური ნივთიერების დაფიქსირება მოხდა ITA და GADA მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების სინჯებშიც, რაც გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს მიზანმიმართული საბოტაჟის განხორციელებაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სპორტსმენები აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ შემოწმდნენ ITA-სა და GADA-ს მიერ და სინჯების პასუხი იყო უარყოფითი".

ძალოსნობის ფედერაციაში აცხადებენ, რომ უკვე გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები, დაუყოვნებელი რეაგირებით მიმართა საქართველოს სპორტის სამინისტროს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, პარლამენტის სპორტის კომიტეტსა და GADA-ს. სპორტის მართველი ორგანოების მიერ საქმე გადაცემულია პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისათვის.

"სპორტსმენი კახი ასანიძე და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია აწარმოებენ შესაბამის პროცედურებს და მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა შესაბამის უწყებასთან. გარკვეულმა სამართლებრივმა პროცედურებმა შედეგი გამოიღო CAS-ში საქმის წარმოების დაწყებაზე, კახი ასანიძისათვის დროებითი სასჯელის (provisional suspension) სტატუსის გადახედვის თაობაზე.

ძალოსნობის ფედერაცია დარწმუნებულია თავისი სპორტსმენების უდანაშაულობაში.

გვესმის, რომ აღნიშნული საკითხისადმი საერთაშორისო ინტერესი დიდია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დასრულებამდე და საბოლოო ვერდიქტამდე დამატებითი კომენტარებისგან თავს ვიკავებთ.

ჩვენი ფედერაციის პოლიტიკა, წლების განლავლობაში არის სპორტში სისუფთავე და სამართლიანობა. სწორედ ამიტომ ამჟამადაც ვიბრძვით თამაშის წესების დაცვით (FAIR PLAY) და იგივეს გავაგრძელებთ“,– აცხადებენ ფედერაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S