Accentnews.ge
დანიამ უკრაინის ფინანსური დახმარების ყველაზე მსხვილი პაკეტი გამოაცხადა სამხედრო საჭიროებებისთვის

დანიამ უკრაინის ფინანსური დახმარების ყველაზე მსხვილი პაკეტი გამოაცხადა სამხედრო საჭიროებებისთვის

12/09/2023 16:49:00 მსოფლიო

დანია უკრაინას 5,8 მილიარდი კრონის (800 მილიონამდე ევრო) ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც იქნება მისი უდიდესი ფინანსური წვლილი უკრაინის თავდაცვაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან.

როგორც დანიის თავდაცვა აღნიშნავს, ეს დახმარების მე–12 პაკეტი იქნება.

ჯამური თანხა 5,8 მილიარდი კრონი ტრანშების სახით 2023-2025 წლებში იქნება გამოყენებული, მათგან ყველაზე დიდის - 4,3 მილიარდის გამოყენება 2023 წელს იგეგმება, 1,4 მილიარდის - 2024 წელს და 52 მილიონის - 2025 წელს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიკე რასმუსენმა აღნიშნა, რომ ეს პაკეტი ხსნის "ახალ ფაზას" უკრაინისადმი დანიის მხარდაჭერის კუთხით: ქვეყანამ გადასცა კიევს იარაღი, რომელთა გაცემაც შეეძლო საკუთარი რეზერვებიდან, ამიტომ სამომავლოდ კოპენჰაგენი სხვა მოკავშირეებთან ერთად გეგმავს უკრაინის ამჟამინდელი საჭიროებების შესაბამისად შესყიდვებზე ფოკუსირებას.

თავდაცვის მინისტრს არ დაუზუსტებია, რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობით იგეგმება შესყიდვები.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ზოგიერთ მათგანთან, ვინც ასევე დაინტერესებულია უკრაინის მხარდაჭერით და ეს ყველაფერი რამშტეინის ფორმატში ხდება. შეხვედრა მომავალ კვირას არის დაგეგმილი“, - თქვა მან დანიურ მედიასთან.

მას არც იარაღის ტიპები დაუზუსტებია:

„ეს არ უნდა იყოს ის, რის შესახებაც რუსული მხარე უბრალოდ წაიკითხავს საერთაშორისო მედიაში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკითხი განიხილებოდა დანიის პრემიერ– მინისტრის მეტე ფრედერიკსენის კიევში ვიზიტის დროს.

"მეტე, გმადლობთ დროული და ძლიერი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად აღვადგენთ მშვიდობას ევროპაში", - თქვა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S