Accentnews.ge
რუსეთი ფინეთის საზღვრთან სამხედრო ბაზებს აშენებს

რუსეთი ფინეთის საზღვრთან სამხედრო ბაზებს აშენებს

12/09/2023 14:57:46 მსოფლიო

რუსეთი ფინეთის საზღვრის მახლობლად ახალ სამხედრო ბაზებს აშენებს,– იუწყება ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით.

ფოტოებზე ჩანს გარნიზონ ალაკურტის ტერიტორია, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკისთვის ახალ ანგარებს აშენებს.

ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთა საუბარში არმიის თადარიგის მაიორი მარკო ეკლუნდი ამბობს, რომ ბაზების გაფართოვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი საზღვრისპირა რაიონებში სამხედრო კონტინგენტსაც ზრდის:

"პეტროზავოდსკის სამხედრო საწყობის გაფართოების პრიორიტეტული მიზანი დიდი ალბათობით, უკრაინის ფრონტისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შეკეთებაა. ვფიქრობ, ანგარი რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, სარემონტო დანიშნულებისაა".

მისი ანალიზის მიხედვით, რუსეთს პრაქტიკულად "არც არაფერი აქვს" ამ ახალ სამხედრო ბაზაზე გასაგზავნად, რადგანაც მთავარი სამიზნე უკრაინაა და მთელი ძალისხმევა სწორედ აქეთკენ არის მიმართული.

მიმდინარე ომის პირობებში ის არარეალისტურს უწოდებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს დაანონსებულ გეგმებს ახალი სამხედრო შენაერთების შექმნისა და ფინეთის საზღვართან განთავსების თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S