Accentnews.ge
PACE-ს კომისიამ რუსეთს დიქტატურა უწოდა

PACE-ს კომისიამ რუსეთს დიქტატურა უწოდა

12/09/2023 14:23:21 მსოფლიო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული საკითხებისა და ადამიანის უფლებების კომიტეტმა რუსეთს დიქტატურა უწოდა და შეშფოთება გამოხატა რუსეთის 2020 წლის კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებების თაობაზე, რომელიც ვლადიმირ პუტინს ძალაუფლების 2036 წლამდე შენარჩუნების უფლებას აძლევს.

"რუსეთის პრეზიდენტის გადამწყვეტმა ძალაუფლებამ, რომელიც ეფუძნება თანამდებობაზე მისი ყოფნის უაღრესად ხანგრძლივ ვადას, შემაკავებელი და დამაბანალსებელი მექანიზმების - ძლიერი პარლამენტის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, თავისუფალი მედიისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების - არარსებობის პირობებში, რუსეთი გადააქცია ფაქტობრივ დიქტატურად" - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.

პარლამენტართა აზრით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოწმობს, რომ დიქტატორული რეჟიმები "წარმოადგენენ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, თავიანთი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისთვის და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის".

"რუსეთში დემოკრატიის აღდგენა უპასუხებს უწინარესად რუსეთის მოქალაქეების, და, ასევე, ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებს" - აცხადებს კომისია.

პარლამენტარებმა დაუდასტურეს მხარდაჭერა სამომავლო, საგანგებო, საერთაშორისო ტრიბუნალს, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის პუტინის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, მათი მოქმედებების გამო, მათ შორის ყირიმის ანექსიის, დონბასში ომის და ჩამოგდებული MH17 თვითმფრინავის გარშემო.

2022 წლის ოქტომბერში ასამბლეამ თავის რეზოლუციაში რუსეთს "ტერორისტული რეჟიმი" უწოდა.

პოლიტიკურ საკითხებზე PACE-ის გადაწყვეტილებები სავალდებულო ხასიათის არ არის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის. 2022 წლის მარტში რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხეს, უკრაინაში მისი შეჭრის პასუხად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S