Accentnews.ge
დონეცკში რუსების პროპაგანდისტი დაიღუპა

დონეცკში რუსების პროპაგანდისტი დაიღუპა

12/09/2023 13:04:15 მსოფლიო

დროებით ოკუპირებულ დონეცკში სეპარატისტების ერთ-ერთი აქტიური ფიგურა, პროპაგანდისტი გენადი დუბოვოი დაიღუპა. ქალაქის ცენტრში, გზაჯვარედინზე, ჯერ დაუზუსტებელ გარემოებებში მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დუბოვოის გარდაცვალების შესახებ რუსული და უკრაინული მედია იუწყება.

რუსული წყაროები დუბოვოს სამხედრო კორესპონდენტად მოიხსენიებენ, ის მართავდა ტელეგრამის არხს, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინის ომს, მანამდე კი იყო მთავარი რედაქტორი გამოცემა "რესპუბლიკის ხმის", რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ შეიქმნა.

დუბოვოი წარმოშობით უკრაინელია. 2014 წლიდან ის იბრძოდა დონეცკელი სეპარატისტების მხარეს, მათ შორის დანაყოფებში, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ იგორ სტრელკოვი (გირკინი) და არსენ პავლოვი, ცნობილი როგორც "მოტოროლა". 2022 წელს მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მითითება, რომ დუბოვოის სიკვდილი შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მცდელობის შედეგი. ოფიციალურად გაურკვეველ ვითარებაში, უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო წლებში დაიღუპა მრავალი რუსი საველე მეთაური, თუ ცნობილი პრორუსული პერსონა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S