ISW: რუსი მესაზღვრეები შეშფოთებულნი არიან საზღვრის გარღვევის ალბათობით
12/09/2023 12:54:25 მსოფლიო
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის უახლეს ანგარიშში იუწყება, რომ რუსი მესაზღვრეები კვლავ შეშფოთებულნი არიან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული "რეიდებისა" და დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო.
ამ კონტექსტში ინსტიტუტის ანალიტიკოსები თვალყურს ადევნებდნენ რუსი სამხედრო ბლოგერების მოსაზრებებს, რომლებიც ამბობენ, რომ რუსი მესაზღვრეები უკმაყოფილონი არიან მათ ხელთ არსებული შეზღუდული შესაძლებლობებითა და აღჭურვილობით.
შეტყობინების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებას ჰყავს ცუდად აღჭურვილი მესაზღვრეები, ვერ უზრუნველყოფენ მათ ციფრული საკომუნიკაციო სისტემებით, სადაზვერვო და თავდასხმის დრონებით, მობილური ტრანსპორტითა და მედიკამენტებით.
„სასაზღვრო ქვედანაყოფები ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და ნაღმტყორცნებს მხოლოდ რუსულ სამხედრო ნაწილებთან პირადი კავშირებით იღებენ“, წერს ISW რუს სამხედრო ბლოგერებზე დაყრდნობით.
იუწყებიან, რომ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის რეგიონებში ყველაზე მეტად ესაჭიროებათ აღჭურვილობა.
”რუსი მესაზღვრეები კვლავ შეშფოთებულნი არიან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შესაძლო "რეიდების" და დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო,” – აჯამებს ISW.
რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი, ისევე როგორც უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიები - უპირველესად ბელგოროდის, ბრაიანსკის და კურსკის რეგიონები - ბოლო დროს რეგულარულად ექვემდებარება დრონებით თავდასხმებს.


