Accentnews.ge
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციოში წარდგინება შეიტანა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციოში წარდგინება შეიტანა

12/09/2023 08:10:08 პოლიტიკა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება შეიტანა. ახლა რეგისტრაციის პროცესი დაიწყება და მომდევნო პროცედურების შესახებ შემდეგ გახდება ცნობილი.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მთავრობის თანხმობის გარეშე გამართა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ამ პროცესის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს აგრძელებს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში 80-ზე მეტი დეპუტატი შედის, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S