უკრაინაში სახელმწიფო ღალატში წაუყენეს ბრალი უკრაინის ყოფილ დეპუტატს, რომელმაც ოლგა სკაბეევას თოქ-შუში მიიღო მონაწილეობა
12/09/2023 09:32:01 მსოფლიო
უკრაინაში სახელმწიფო ღალატში წაუყენეს ბრალი უკრაინის ყოფილ დეპუტატს სერგეი პოლიშჩუკს, რომელმაც რუსუ პროპაგანდისტის ოლგა სკაბეევას თოქ-შუში მიიღო მონაწილეობა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით ყოფილი დეპუტატის მიერ უკრაინის არსებობის უარყოფის გამო.
სახელმწიფო ღალატში ბრალდების გარდა, პოლიშჩუკს ბრალი წაუყენეს მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევაში (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილი). ყოფილ დეპუტატს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდეც კი, პოლიშჩუკი რეგულარულად სტუმრობდა მოსკოვს და მონაწილეობდა რუსი პროპაგანდისტის ოლგა სკაბეევას გადაცემებში.
"სატელევიზიო შოუ „60 წუთში მონაწილეობის დროს პოლიშჩუკი აქტიურად უჭერდა მხარს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას, ღიად უარყოფდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის არსებობას და ავრცელებდა მტრულ ნარატივებს, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინელებს შორის იდეოლოგიური დაპირისპირების არსებობასთან", - ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


