Accentnews.ge
გაერო: სექტემბრის პირველ ათ დღეში უკრაინაში 55 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაერო: სექტემბრის პირველ ათ დღეში უკრაინაში 55 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

12/09/2023 08:55:40 მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უკრაინაში 55 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 237 ადამიანი დაიჭრა. მათი უმეტესობა – 79% უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად 62 დასახლებულ პუნქტში დაიღუპა და დაშავდა.

გაეროს ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმიდან – 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში უკრაინაში დაიღუპა 9 614 და დაიჭრა 17 149 სამოქალაქო პირი. უმეტესობა კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაიღუპა და დაშავდა.

გაეროს განმარტებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ აქვთ წვდომა მარიუპოლზე, ლისიჩანსკსა და სხვა ისეთ ქალაქებზე, სადაც, არსებული ცნობებით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S