
სინოპტიკოსები დღეს საქართველოში ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ
12/09/2023 08:20:50 საზოგადოება
დღეს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებსა და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
მათი ცნობით, მთიან ზონებში ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაც გამოიწვიოს.