Accentnews.ge
რუსეთში მკვეთრად გაიზარდა სამხედროების მონაწილეობით სექსუალური ხასიათის დანაშაულები, ყოველი მეორე მსხვერპლი ბავშვია

რუსეთში მკვეთრად გაიზარდა სამხედროების მონაწილეობით სექსუალური ხასიათის დანაშაულები, ყოველი მეორე მსხვერპლი ბავშვია

12/09/2023 07:56:34 მსოფლიო

უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში მკვეთრად გაიზარდა რუსი სამხედროების მიერ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ფაქტები.

რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ცნობით, 2023 წლის რვა თვის განმავლობაში სამხედრო სასამართლოებში გაუპატიურების სულ მცირე 64 საქმე წარადგინეს. ეს არის მხოლოდ ის საქმეები, რომლებიც გახმაურდა. 2022 წელს 110 იყო. ყოველი მეორე მსხვერპლი ბავშვია.

ახლახანს ბრაიანსკში დააკავეს უკრაინიდან დაბრუნებული სამხედრო – 36 წლის კაცი, რომელმაც 9 წლის გერი ჯერ ცემა, შემდეგ მის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა. მას დანაშაულზე ბავშვის დედამ წაასწრო და პოლიცია გამოიძახა. შემდეგ ქალმა თქვა, რომ მიდი ქმარი უკრაინაში 2022 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე იბრძოდა, შინ დაბრუნებული ხშირად სვამდა და ოჯახის წევრების მიმართ აგრესიული გახდა.

როგორც მედია აღნიშნავს, ზემოთხსენებული სტატისტიკა არ მოიცავს "ვაგნერის" დაქირავებულების" მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს, რადგან ისინი ოფიციალურად არ ითვლებიან კარიერულ სამხედრო პერსონალად. ისინი რეგულარულად ხდებიან დანაშაულის ფიგურანტები. მაგალითად, აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა ერდროულად ორი "ვაგნერელის" დაკავების შესახებ მსგავსი ხასიათის დანაშაულზე: 35 წლის ალექსეი ხლებნიკოვმა გააუპატიურა თავისი 13 წლის დისშვილი ვოლგოგრადის ოლქში, როჟნოვსკის ფერმასთან ახლოს, ტყეში, ემუქრებოდა დანით. 37 წლის ალექსანდრე ვ. რუსეთში ფრონტიდან შვებულების ფარგლებში დაბრუნდა, ადამიანთა ჯგუფთან ერთად როსტოვის ოლქის მოსკოვსკის ფერმაში 13 წლის გოგონა გაიტაცა. ბავშვი წაიყვანეს სოფელ იუჟნიში და სარწყავი არხის ნაპირზე გააუპატიურეს. ორიოდ თვის წინაც ცნობილი გახდა როსტოვში "ვაგნერელების" მიერ 9–10 წლის ორი მოსწავლის გაუპატიურების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S