ლიბიაში წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება
12/09/2023 07:15:26 მსოფლიო
ლიბიაში ქარიშხალმა "დანიელმა" წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც კაშხლები გაარღვია და რამდენიმე ქალაქში მთელი უბნები წალეკა.
მედიის ინფორმაციით, ლიბიის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ სტიქიის შედეგად 2 000-მდე ადამიანი დაიღუპა.
წყალდიდობამ ყველაზე დიდი ნგრევა ქალაქ დერნაში გამოიწვია, სადაც ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
დერნა კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ქალაქში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ქვეყანაში სამძებრო–სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.


