Accentnews.ge
ნოვოსიბირსკში რუსული ბომბდამშენისთვის ცეცხლის წაკიდებაში სამი მოზარდი დაადანაშაულეს

ნოვოსიბირსკში რუსული ბომბდამშენისთვის ცეცხლის წაკიდებაში სამი მოზარდი დაადანაშაულეს

12/09/2023 07:11:59 მსოფლიო

ნოვოსიბირსკის ოლქში სამ მოზარდს დასდეს ბრალად სუ-24–ის ბომბდამშენისთვის ცეცხლის წაკიდება, – იუწყება Doxa რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

უწყებაში ეჭვმიტანილების ვინაობა არ სახელდება. მედიაში ვარაუდობენ, რომ საუბარია 18 წლის კირილ ვესელოვზე და კიდევ ორ არასრულწლოვანზე, პაველ ს.-სა და საველია რ.-ზე, რომლებიც ადრე, მაისის შუა რიცხვებში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს სარელეო კაბინეტში ხანგძრის გაჩენის საქმეზე.

9 მაისს ნოვოსიბირსკში საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე სუ-24 სამხედრო თვითმფრინავის დაწვის შესახებ იუწყებოდა უკრაინის მხარეს მებრძოლი "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S