ISW: უკრაინელებმა ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რაიონებში წინ წაიწიეს
12/09/2023 07:05:46 მსოფლიო
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) 11 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში და დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში.
ISW–ს ცნობით, უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით ორი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა და წარმატებებს მიაღწია კლეშჩეევკასა და ანდრეევკას მიმართულებებით.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით სულ დაიბრუნეს 4,8 კვადრატული კილომეტრი.
უკრაინის არმიამ ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყო.


