
პუტინი: მოსკოვმა და პეკინმა ურთიერთობების უპრეცედენტო დონეს მიაღწიეს
12/09/2023 05:59:43 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობებმა "უპრეცედენტო ისტორიულ დონეს" მიაღწია.
პუტინმა, რომელიც აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა თქვა, რომ ჟან გუოკინს შეხვდა, თქვა, რომ მას და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს "მეგობრული პირადი და საქმიანი ურთიერთობები აქვთ".
"ეს რა თქმა უნდა ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობებისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებას", - განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა "ძალიან მაღალ" დონეზეა.
"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარმოებულია იმით, რაც მიღწეულია პოლიტიკურ სფეროში", - თქვა მან და დაამატა რომ შედეგები "კარგზე მეტია".
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გახდა გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და დასავლელი მოკავშირეების მიერ მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების შემდეგ.
ჩინეთს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას, მაგრამ არც საჯაროდ დაუგმია მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმისთვის. დასავლეთმა არაერთხელ გააფრთხილა პეკინი, რომ იარაღი არ მიაწოდოს რუსეთს.