Accentnews.ge
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 681-მდე გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 681-მდე გაიზარდა

11/09/2023 19:10:03 მსოფლიო

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 681-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი 2 500–ს აჭარბებს.

ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ სამაშველო ჯგუფები ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კატარიდან.

სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 300 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა მარაკეშსა და მიმდებარე რაიონებში.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S