Accentnews.ge
ბრიტანეთი: 24 აგვისტოს უკრაინამ შავ ზღვაში მყოფ სამოქალაქო სატვირთო გემზე რუსეთის სარაკეტო იერიში აღკვეთა

ბრიტანეთი: 24 აგვისტოს უკრაინამ შავ ზღვაში მყოფ სამოქალაქო სატვირთო გემზე რუსეთის სარაკეტო იერიში აღკვეთა

11/09/2023 18:02:36 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა რამდენიმე რაკეტა ისროლა სამოქალაქო სატვირთო გემის მიმართულებით, რომელიც შავ ზღვაში იმყოფებოდა.

"24 აგვისტოს რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში მყოფი სამოქალაქო სატვირთო გემის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს", – განაცხადა სუნაკმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "თავდასხმა უკრაინულმა ძალებმა აღკვეთეს":

"მათ ჩამოაგდეს ბევრი რაკეტა, რომელიც ოდესის პორტისკენ მიემართებოდა. უკრაინელებმა, მათ შორის "კალიბრის" ტიპის ორი რაკეტა გაანადგურეს. დაზვერვის მონაცემების თანახმად, სამიზნე იყო ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელიც ნავსადგურში იყო განთავსებული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S