ბერბოკი: გერმანია უკრაინას 20 მლნ ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
11/09/2023 15:21:51 მსოფლიო
გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
ვიზიტისას ბაერბოკმა ასევე განაცხადა, რომ შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები კვლავ იქნება რუსეთის სამიზნე.
"რუსეთის მზაკვრული მიზანია ამ ზამთარში ხალხი კვლავ შიმშილითა და სიცივით მოკვდეს", - თქვა მან.
მისი თქმით, ბერლინის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარებების ღირებულება ჯამურად უკვე 380 მილიონ ევროს აღწევს.


