Accentnews.ge
ბერბოკი: "ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია"

ბერბოკი: "ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია"

11/09/2023 15:11:24 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ "ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია". ამის შესახებ მან კიევში უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, კიევს ბერლინის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

„ბომბების სეტყვის ქვეშ, რუსული ტანკების წინაშე, უკრაინა თავდაჯერებულად და გადამწყვეტად დაადგა გზას ევროკავშირისკენ. დიდი მამაცობითა და მონდომებით, უკრაინა ასევე თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას იცავს. [...] პუტინის საშინელი ტერორი გამოიხატება არა მხოლოდ უკრაინაში ყოველდღიურად სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში, პუტინს სურს ხალხის გატეხვა, დათრგუნვა და დაძაბუნება. რუსეთი არა მხოლოდ ბომბებით კლავს, მომავალს ართმევს ათასობით უკრაინელ ბავშვს. მათ იტაცებენ საბავშვო ბაღებიდან, ბავშვთა სახლებიდან და სკოლებიდან, რათა გადაასახლონ რუსულ ბანაკებში ან გააშვილონ", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S