Accentnews.ge
"დრო ჯერ არ დამდგარა" – გენერალმა მილიმ განმარტა, რაზეა დამოკიდებული უკრაინის ომის დასრულება

"დრო ჯერ არ დამდგარა" – გენერალმა მილიმ განმარტა, რაზეა დამოკიდებული უკრაინის ომის დასრულება

11/09/2023 12:56:29 მსოფლიო

ომი უკრაინაში არ დასრულდება მანამ, სანამ „ერთი ან მეორე მხარე თავის მიზნებს არ მიაღწევს“ სამხედრო გზით ან არ მიიღება გადაწყვეტილება მოლაპარაკების შესახებ, მაგრამ ახლა "ეს დრო ჯერ არ დამდგარა".ეს მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ CBSNews-თან.

მისი თქმით, ჯერ–ჯერობით ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია თავის პოლიტიკურ მიზნებს სამხედრო გზით და ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ერთი ან მეორე მხარე არ მიაღწევს ამ მიზნებს, ან სანამ ორივე მხარე არ გადაწყვეტს, რომ დროა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან მათ არ სეუძლიათ, მიაღწიონ თავიანთ მიზანს სამხედრო საშუალებებით.

”ეს დრო კი ჯერ არ დამდგარა”, - თქვა მილიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S