
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს
11/09/2023 11:48:59 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ, ერთი პირი დააკავეს.
„TV პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ასფალტზე პულვერიზატორით წარწერის გაკეთება სცადა.
ნარმანია ადმინისტრაციული წესით 173-ე მუხლითაა დაკავებული.
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია აქციას პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით მართავს. ისინი პრემიერს მოუწოდებენ, დატოვოს თანამდებობა.