Accentnews.ge
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის მიერ 2015 წლიდან ოკუპირებული სტრატეგიული ობიექტი დაიბრუნა

უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის მიერ 2015 წლიდან ოკუპირებული სტრატეგიული ობიექტი დაიბრუნა

11/09/2023 11:07:37 მსოფლიო

უკრაინამ აღადგინა კონტროლი ოკუპირებულ ყირიმთან, შავ ზღვში მდებარე ნავთობ და გაზმომპოვებელ ჭაბურღილებზე, რომლებიც „ბოიკოს კოშკურების“ სახელითაცაა ცნობილი,– ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება.

„ბოიკოს კოშკურები“ რუსეთს 2015 წლიდან ჰქონდა ოკუპირებული, სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ კი ობიექტს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებდა – იქ განთავსებული იყო ვერტმფრენებისთვის მოედანი და რადიო-ლოკაციური სადგურები. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, შავ ზღვაში მდებარე „ბოიკოს კოშკები“ სტრატეგიული ობიექტია. ის ჯარებისთვის მოწინევე ბაზებად გამოიყენებოდა. კოშკებზე დარტყმა უკრაინამ 2022 წლის ზაფხულში განახორციელა.

„ბოიკოს კოშკურებზე“ კონტროლის დასამყარებლად უნიკალური ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფის მიერ ჩატარდა. კონტროლის ქვეშ მოექცა საბურღი პლატფორმები „პიოტრ გოდოვალეცი“, „უკრაინა“, „ტავრიდა“ და „სივაში“. ოპერაციისას სპეცრაზმელებმა მოახერხეს, ხელთ ეგდოთ ძვირფასი ნადავლი: არამართვადი საავიაციო რაკეტების მარაგი და რადიო-ლოკაციური სადგური „ნევა“, რომელსაც შავ ზღვაში ხომალდების გადაადგილების დაფიქსირება შეუძლია",– იუწყება უკრაინის სპეცსამსახური.

უწყების ცნობით, ოპერაციის ერთ-ერთი ფაზის დროს ბრძოლა გაიმართა კატერებზე მყოფ სპეცრაზმელებსა და რუსულ გამანადგურებელ სუ-30-ს შორის.

"შედეგად, რუსულმა გამანადგურებელმა მარცხი განიცადა და უკან დახევა მოუწია“, – დასძენენ უწყებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S