საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ყარაბაღში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ვცნობთ
11/09/2023 09:28:10 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა ყარაბაღში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ სცნობს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ყარაბაღში, რომელიც გაიმართა 2023 წლის 9 სექტემბერს", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონები 1990-იანების დასაწყისიდან სომხური მხარის კონტროლქვეშ იყო. 2020 წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა ტერიტორიების დაბრუნების მიზნით შეტევა წამოიწყო. შედეგად ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ყველა რაიონსა და იმ რესპუბლიკის ნაწილზეც, რომელსაც მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს.


