Accentnews.ge
მედია: ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, 13 სექტემბერს გაიმართოს

მედია: ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, 13 სექტემბერს გაიმართოს

11/09/2023 09:22:50 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, რუსეთში 13 სექტემბერს გაიმართოს, – იუწყება რუსული მედია.

მისი ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მმართველი სავარაუდოდ, უკვე გაემგზავრა რუსეთში.

ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ორი ქვეყნის ლიდერის მოსკოვში შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნებოდა. აგვისტოს ბოლოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S