Accentnews.ge
მალიარი: გასულ კვირას ბახმუტის მიმართულებით 2 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ

მალიარი: გასულ კვირას ბახმუტის მიმართულებით 2 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ

11/09/2023 08:23:10 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირას უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

"გასული კვირის განმავლობაში გათავისუფლებულმა ტერიტორიამ ბახმუტის მიმართულებით 2 კვადრატული კილომეტრი შეადგინა. საერთო ჯამში, ამ მიმართულებით 49 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული. ბახმუტის მიმართულებით, კლიშივკასა და ანდრიივკას მახლობლად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. ამასთან, კვირის განმავლობაში უკრაინის ჯარებს მცირე წინსვლა ჰქონდათ დონეცკის ოლქის ნოვომაიორსკის რაიონში", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

ამას გარდა, მისი თქმით, სამხრეთ ფრონტზე უკრაინული ჯარები სოფელ რობოტინოსთან 1,5 კილომეტრით დაწინაურდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S