Accentnews.ge
მერკელი ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით რუსი დიპლომატების გაძევებას ეხმიანება

მერკელი ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით რუსი დიპლომატების გაძევებას ეხმიანება

05/12/2019 05:36:49 სხვა, მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გერმანიის მიერ ორი რუსი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას ეხმიანება.

როგორც რუსული მედია წერს, მერკელის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში მოსკოვი გერმანიას არ დაეხმარა.

„შესაბამისი ზომები მივიღეთ, ვინაიდან რუსეთის მხრიდან ამ მკვლელობის გამოძიებაში დახმარება ვერ ვიხილეთ,“ - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის საგარეო უწყებამ ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. კრემლმა გადაწყვეტილება „არამეგობრულ და დაუსაბუთებელ ნაბიჯიად" შეაფასა, რასაც "მოსკოვის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვება“.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S