ბელგოროდზე დრონებით შეტევის შესახებ კვლავ იუწყებიან
11/09/2023 06:16:52 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის რეგიონზე დრონებით შეტევის შესახებ კვლავ იუწყებიან.
"11 სექტემბრის გამთენიისას ოლქის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ. ერთ-ერთის ფრაგმენტები კერძო საცხოვრებელ სახლთან დაეცა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია", აცხადებს ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა მოსკოვის დროით დაახლოებით 01:20 საათზე მოხდა.
ბოლო რამდენიმე თვეა, მოსკოვსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.


