Accentnews.ge
ვიქტორია ნულანდი: უკრაინა დემოკრატიის სწორ მხარეს დგას და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

ვიქტორია ნულანდი: უკრაინა დემოკრატიის სწორ მხარეს დგას და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

11/09/2023 06:07:15 მსოფლიო

უკრაინა დემოკრატიის სწორ მხარეს დგას და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევი კონტრშეტევას წარმატებით აგრძელებს:

"უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება და შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია იმ პროგრესით, რომელსაც უკრაინის დამცველებმა მიაღწიეს".

მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ ევროპელ, აზიელ და აფრიკელ პარტნიორებს ყველაფერი აუხსნა იმ უარყოფითი შედეგების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, თუ უკრაინა ომში არ გაიმარჯვებს.

„თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ამ ტიპის ბოროტება მთელ მსოფლიოში ნორმა გახდება. უკრაინა დგას დემოკრატიის სწორ მხარეს და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S