გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია
11/09/2023 06:01:52 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა, - იუწყება „დოიჩე ველე".
ბერბოკი უკრაინაში პოლონეთიდან, მატარებლით გაემგზავრა.
„უკრაინა მამაცურად და მტკიცედ იცავს ყველა ჩვენგანის თავისუფლებას“, - განაცხადა კიევში ჩასულმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, კვლავაც ჰქონდეს გერმანიის დახმარების იმედი.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს უკრაინაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რიგით მეოთხე ვიზიტია. გასულ კვირაში უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა.


