Accentnews.ge
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა

11/09/2023 05:44:09 მსოფლიო

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2100-ს გადააჭარბა. ჰოსპიტალიზებულია ასობით ადამიანი.

მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქალაქ მარაკეშის ტურისტული ცენტრიდან 71 კილომეტრში 9 სექტმბერს ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა. მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის, მეჩეთის მინარეთი დაინგრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S