Accentnews.ge
ბალტიის ზღვაში NATO-ს წევრი ქვეყნების მასშტაბური წვრთნები დაიწყო

ბალტიის ზღვაში NATO-ს წევრი ქვეყნების მასშტაბური წვრთნები დაიწყო

09/09/2023 16:45:22 მსოფლიო

ბალტიის ზღვაში NATO-ს წევრი ქვეყნების მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები დაიწყო, –იუწყება ERR.

საზღვაო მანევრების ამოცანაა რუსეთის სავარაუდო თავდასხმაზე ალიანსის ძალების საპასუხო რეაქციის დამუშავება. წვრთნებში 30 ხომალდი და 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

გერმანელმა ვიცე-ადმირალმა, იან კრისტიან კააკმა აღნიშნა, რომ მტრის შეკავება მოითხოვს როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი შესაძლებლობების არსებობას.

ამასთან, ვიცე-ადმირალმა აღნიშნა, რომ ეს არის ამ მასშტაბის პირველი წვრთნა, რომელსაც ხელმძღვანელობს ბალტიის ზღვაში უმსხვილესი საზღვაო ფორმირება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S