Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

სალომე ზურაბიშვილი: თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

09/09/2023 14:25:24 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მაროკოელი ხალხის მიმართ. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი ადამიანი კი, უსახლკაროდ დარჩა. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულთა ოჯახებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1000–ს აჭარბებს, დაშავებულია 600–ზე მეტი პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S