Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: გულითად თანაგრძნობას  ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო

ირაკლი ღარიბაშვილი: გულითად თანაგრძნობას  ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო

09/09/2023 14:12:40 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.

მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო.

სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს.

გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას”, - წერს პრემიერი “ტვიტერზე”.

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 820, ხოლო დაშავდა 672 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S