იტალიაში 100–ზე მეტი ფრენა გაუქმდა
09/09/2023 08:45:29 მსოფლიო
იტალიაში აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 100-ზე მეტი ფრენა, – იუწყება NationalWorld.
მისი ცნობით, მომხდარის გამო 80-ზე მეტი ფრენა მილანში, 68 რეისი ფლორენციასა და პიზაში გაუქმდა.
გაფიცულები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
როგორც NationalWorld წერს, პროფკავშირმა გაფიცვა დაგეგმა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ფრენა იყო დაგეგმილი, რათა მეტი ყურადღება მიიქციონ. ბევრი იტალიელი შვებულებიდან სამსახურში სწორედ ამ დროს ბრუნდება.


