Accentnews.ge
ლერი ბარნაბიშვილი: გურიაში გეოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს საფრთხისშემცველი ლოკაციების შესწავლა, შესაძლოა, საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია

ლერი ბარნაბიშვილი: გურიაში გეოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს საფრთხისშემცველი ლოკაციების შესწავლა, შესაძლოა, საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია

09/09/2023 08:32:51 საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი აცხადებს, რომ გურიაში გეოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს საფრთხისშემცველი ლოკაციების შესწავლა და შესაძლოა, საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია.

მისი თქმით, სტიქიის ზონიდან ადამიანების გამოყვანა გრძელდება:

„მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებდა თავისი საცხოვრებელი სახლის დატოვებაზე, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი დავითანხმეთ გაყვანაზე. კვლავ გრძელდება სტიქიის ზონაში დარჩენილი ადამიანების გამოყვანა, ახლაც მიმდინარეობს ღონისძიებები. არის ლოკაციები, სადაც გზა არ არსებობს, ხდება მოსახლეობის გამოყვანა მაშველების მიერ ნავებით, სხვადასხვა სპეცსაშუალებებით. ყველასთან დამყარებულია კონტაქტი. ამ პროცესებში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის წარმომადგენლები, დეპუტატები, მუშაობს მძიმე ტექნიკაც. ადგილზე არის საგზაო დეპარტამენტის და გეოლოგიის სამსახური. გეოლოგებმა დილიდანვე დაიწყეს შესწავლა იმ ლოკაციების, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა საჭირო იყოს მოსახლეობის ევაკუაცია. მიმდინარეობს ოჯახების აღწერა. ახლაც არის ჩამონათვალი იმ სახლების, რომლებიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება. რა თქმა უნდა, არც ერთი მოქალაქე არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე”, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონის მრავალი სოფელი დაზარალდა. სტიქიას სამი პირი, მათ შორის ორი მოზარდი ემსხვერპლა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S