დანიის, გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ გაგზავნილი Leopard 1–ები უკვე უკრაინაშია
09/09/2023 08:00:24 მსოფლიო
დანიის, გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ გაგზავნილი Leopard 1–ის ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია.
"პირველი 10 ტანკი უკვე გაიგზავნა უკრაინაში და კიდევ უფრო მეტი გზაშია", – ნათქვამია დანიის შეიარაღებული ძალების მირ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: დანიამ, გერმანიამ და ნიდერლანდებმა თებერვალში განაცხადეს, რომ უკრაინას 100 ერთეულ Leopard 1-ის ტიპის ტანკებს გადასცემდნენ.


