Accentnews.ge
მაროკოში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - დაიღუპა 300-მდე ადამიანი

მაროკოში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - დაიღუპა 300-მდე ადამიანი

09/09/2023 06:50:23 მსოფლიო

მაროკოში, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს 150-ზე მეტი პირი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა. მათივე თქმით, სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, ატლასის მთებში, 18,5 კილომეტრის სიღრმეში, დაფიქსირდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S