Accentnews.ge
მდინარე მაგანას მიმდებარედ მაცხოვრებლები გააფრთხილეს, ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდონ

მდინარე მაგანას მიმდებარედ მაცხოვრებლები გააფრთხილეს, ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდონ

08/09/2023 19:10:11 რეგიონები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობის ინფორმაციით, მდინარე მაგნაზე წყლის ნაკადი საგრძნობლად შემცირებულია. ადგილობრივები აღნიშნულს ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებენ.

სიტუაციის გასაცნობად ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც იუწყებიან, ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრეს–სამსახურის ცნობით, დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება მოახდინა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S