Accentnews.ge
მღებრიშვილი: სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

მღებრიშვილი: სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

08/09/2023 18:54:01 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ გურიაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დღის განმავლობაში, გზებზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ვცდილობთ, რომ ყველა იმ სოფელში მივიდეთ, სადაც შესაძლოა, ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები. დღის განმავლობაში, ჩართული იყო 200 მეხანძრე-მაშველი. საძიებო სამუშაოებში, როგორც ნავები, ასევე დრონი და კინოლოგიური სამსახური იყო ჩართული.

ამ დროისთვის არის გარკვეული ლოკაციები, სადაც უშუალოდ ტრანსპორტის საშუალებით ვერ მოხერხდა მისვლა, თუმცა ფეხით მისულები ვართ ყველგან, თითოეულ მოქალაქესთან – გვაქვს კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო, ასევე პირადად ადგილზე", - თქვა მღებრიშვილმა.

8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის სოფლები დაზარალდა. ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ ქობულეთის ქუჩები დატბორა.

სინოპტიკოსები უამინდობას მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S