Accentnews.ge
უკრაინულ გემებს შავ ზღვაში რუსული თავდასხმისგან ბრიტანული თვითმფრინავები იცავენ

უკრაინულ გემებს შავ ზღვაში რუსული თავდასხმისგან ბრიტანული თვითმფრინავები იცავენ

08/09/2023 18:47:01 მსოფლიო

ბრიტანული ავიაცია უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს რუსეთის თავდასხმისგან იცავს,– იუწყება ბრიტანული გამოცემა The Telegraph.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი საქმიანობა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც რუსეთის ფედერაციამ ივლისში “მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის შემდეგ მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დაიწყო.

აღნიშნულია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ბრიტანული ავიაცია პატრულირებდა შავ ზღვაში,, რათა რუსეთი სამოქალაქო გემებზე თავდასხმი შეაკავოს.

„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს დაზვერვასა და დაკვირვებას შავ ზღვაში რუსეთის საქმიანობაზე დაკვირვებისთვის. ამ სადამკვირვებლო ოპერაციის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ამ რეგიონში ფრენებს ახორციელებენ, რათა რუსეთი სამოქალაქო გემებზე უკანონო დარტყმები შეაკავოს”, - ციტირებს გამოცემა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს.

ამის სესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების სამიტს ნოემბერში.

მოელიან, რომ ეს საკითხი სავარაუდოდ განიხილება G20-ის სამიტზე, რომელსაც ამ შაბათ-კვირას დაესწრება ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S